რა არის SEO ოპტიმიზაცია?

რა არის SEO ? ( Search Engine Optimization)

მარტო კარგი ვიზუალის ან ფუნქციონალის WEB გვერდი არაა საკმარისი იმისტის რომ წარმატებას მიაღწიოთ. ამისთვის საჭიროა ხალხმა ადვილად შეძლოს საჭიროების შემთხვევაში თქვენი ვებ გვერდის პოვნა ინტერნეტში, სწორედ ამაში გვეხმარება საიტის ოპტომიზაცია საზიებო სისტემებისთვის.

იმისთვის რომ პოტენციურმა მომხმარებელმა თქვენს გვერდს მიაგნოს , ის იყენებს საძიებო სისტემებში ძებნის ფუნქციას, ხოლო საძიებო სისტემა თავად სთავაზობს მოძებნილ შედეგებს. სწორედ ამ შედეგებზე ორიენტირება ხდება ოპტიმაზიის დროს , რათა მომხმარებელმა პირველი თუ არა პირველ გვერდზე მაინც შეძლოს თქვენი საიტის ნახვა და შემდეგ მასზე გადასვლა.

საძიებო სისტემიდან შემოსული მომხმარებელი ყოველთვის უნა იქნას აღქმული როგორც პოტენციური მომხმარებელი თქვენი საიტის, ამიტომ აუცილებელია რომმ ის არ მოტყუვდეს და მას დახვდეს სწორედ ის ინფორმაცია თქვენს გვერდზე რასაც ეძებდა.

განვიხილოთ მომხმარებელი რომელიც ეძებს მაგალითად მობილურ ტელეფონს (Iphone X), თუ ჩვენ მას შევიყვანთ ჩვენს საიტზე სადაც მას დახვდება ტექნიკის მაღაზია და მერე ვაიძულებთ რომ იპოვის (მენიუ,მობილური ტელეფონები, Iphone , X) თავისი ინტერესის საგანი, ამით ჩვენ გამოვიწვევთ მომხმარებლის გაღიზიანებას , რასაც მომენტალურად აღიქვავს Google Bot, რომელიც მუდიმავდ უყურებს ჩვენს საიტზე მიმდინარე პროცესებს და აწვდის თავის საძიებო სისტემას . საძიებო სისტემა კი აუცილებლად მოახდენს რეაგირებას და მსგავს გაუმართავ საიტს სხვა მოძებნენბის დროს დაუწევს რეიტინგს და შეუცვლის პოზიციონირებას გამოტანილ შედეგებში და გამოაჩენს იმათ შემდეგ რომლებსაც უფრო გამართული აქვსთ თავიანთი საიტი.