Online მაღაზია

Online მაღაზია დღეს ყველაზე პოპულარული გაყიდვის სისტემაა მსოფლიოში. მისი ასეთი პოპულარობა მარტო “ბიზნეს ტრენდ”-ის დამსახურება არაა, მას რეალურად აქვს გაყიდვების არა მარტო გაზრდის არამედ სრულად თავის თავზე აღების პოტენციალი.

მოდით შევადაროთ ერთმანეთ Online (ვირტუალური) მაღაზია და რეალური მაღაზია ერთმანეთს.

რეალური მაღაზიის მფლობეს მუდმივად უწევს ისეთ ყოველდღიურობებთან ჭიდილი როგორიცაა, დილით ადრე გახსნა და დაკეთვა შენობის, დახლების მოწესრიგება და მათზე საქონლის გამოტანა და შევსება, შენობის გათბობა/გაგრილება და მისი დასუფთავება, შენობის არენდის გადახდა და რავი მეტს აღარ დავწვრილმანდები, ბოლო ბოლო ფულის (ნავაჭრის) შენახვა და ხურდის კონტროლი  🙂 .

ვირტუალურ მარაზიაში ეს ყველაფერი ან არ არის ან ავტომატიზირებულია. 
აქ არაა საჭირო მაგალითად გამყიდველის შერჩევა და მის როგორც ვიზუალზე ასევე მეტყველებაზე ზრუნვა, დამლაგებლის დაქირავება, კონსულტანტის აყვანა და დატრეინინგება და კიდევ სხვა უამრავი რამ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ამ მხარეს სხვა პრობლემები არ არის და ზოგჯერ საკმაოდ სერიოზული.

რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ ამ საქმის დაწყებისას?

Online ბიზნესის დაწყებისას არაა საკმარისი მარტო იდეა ან ინანსური უზრუნველყოფა, თუმა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყოველივე.

შესაძლოა ამ საქმის დამწყები არ იყოს ინფორმირებული ყველა იმ დეტალში რაც მას ჭირდება და სამომავლოდ შეიძლება დაჭირდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია საქმის (საიტის) აწყობისას გათვალისწინებული იყოს ყველა ის საჭიროება რაც მის მოთხოვნებს ჭირდება.
ვეცდები ჩამოვაყალიბო მინიმალური მოტხოვნები რაც ამ სტრუქტურის საიტს ჭირდება.

მომხმარებლის მხარე:

  1. საიტი უნდა იყოს მარტივი აღსაქმელი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის.
  2. საიტზე უნდა იყოს მინიმუმ 2 ენა.
  3. აუცილებელია Online გადახდის სისტემის ინტეგრირება, რათა მომხმარებელმა შეძოლს შენაძენის თანხის გადახდა ბარათით.
  4. სასურველია იყოს Onloine განვადების საშვალება ყველა პოპულარული ბანკის.
  5. აუცილებელია საიტის დიზაინი მორგებული იყოს ყველა ზომის ეკრანის მქონე მოწყობილობებისთვის.
  6. აუცილებელია გამართული და ავტომატიზირებული იყოს SEO სისტემები, რომლებიც დაგეხმარებათ პოტენციური მომხმარებელების მოზიდვაში.
  7. სასურველია საიტზე იყოს მოწესრიგებული როგორც მენიუ ასევე შიდა ძებნის ფუნქცია, რაც მომხმარებელს გაუაგვილებს სასურველი პროდუქციის მოძებნას.
  8. აუცილებელია მომხმარებელს ქონდეს საიტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის რამოდენიმე საშვალება, Email. Mobile და Online.
  9. მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ადმინისტრაციის მხარე:

  1. ადმინისტრაციას ნებისმიერ დროს ყოველგვარი პროგრამისრების ცოდნის გარეშე უნდა შეეძლოს ახალი პროდუქტის დამატება,შესაბამისი სურათის ატვირთვა , აღწერილობის დამატება ან არსებულ განცხადებებში კორექტირების შეტანა.
  2. მარტივად უნდა შეძლოს აქციების დაგეგმვა და ფასების კორექტირება.
  3. უნდა შეეძლოს პროდუქტის ნაშთების მართვა.
  4. უნდა შეეძლოს გაფორმებული შეკვეთების თუ გაყიდვების მარტივად ნახვა, როგორც მიმდინარე ასევე არქივის,
  5. სასურველია გამოყენებული იყოს საიტზე SMS API SEMDER – ი, რათა გაყიდვის წარმატებით დასრულების შემდეგ მოხდეს SMS-ების დაგზავნა როგორც მყიდველთან ასევე ადმინისტრაციის მხარეს (ადმინისტატორი,ბუღალტერი,გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.).

პროგრამისტის მხარე:

  1.  სასურველია საიტის 0-იდან დაწერა.
  2. არაა რეკომენდირებული მზა ძრავების გამოყენება რადგან შესაძლოა თქვენი მოთხოვნები ვერ მოერგოს მზა ძრავებს და ამან იმაზე მეტი დრო წაგართვათ რაც რეალურად არის საჭირო.
  3. საიტი უნდა დაიყოს 2 მხარედ (USER AND ADMIN).
  4. ADMIN ლინკი არაა სასურველი რომ იყოსა yourdomain/admin/index.php . 
  5. ADMIN-ის მომხმარებლები სასურველია იყოს დიფერენცირებული თავიანთი უფლებებით. (ADMIN-სრული წვდომა ყველაფერზე. Manager – წვდომა კონკრეტულ კატეგორიებზე და მათი კორექტირებუს უფლება. Installment Manager – წვდომა შევსებულ განვადებებზე და მომხმარებლებთან კომუნიკაცია . Billing – ბუღალტერების წვდომა გაყიდულ ნივთებზე, ჩაბარებულ ნივთებზე, ჩარიცხვებზე, დამტკიცებულ და გაცემულ განვადებებზე.).
  6. სასურველია ილოგებოდეს ადმინ პანელში შემსვლელთა ინფორმაცია და მათი ქმედებები.
  7.  SEO პარამეტრების გათვალისწინება როგორც HTML და JavaScript კოდებში ასევე sitemap.xml -ში , გასაყიდი პროდუქტებიდან მიღებული პარამეტრებით ავტომატური კორექციით.
  8. საიტის ვიზუალის ოპტიმიზირება და მორგება როგორც ყველა ბრაუზერებზე, ასევე სხვადასხვა მოწყობოლობებზე.
  9. საიტზე გამტანილი სურათების ზომებისა ოტიმიზაცია (თუ კატეგორიაში ან ინდექსზე გამოგაქვთ ბევრი სურათი ჯობია ეს სურათი დამუშავებული იქნნას ატვირთვის დროს და შეიქმნას იდენტური სურათები სხვადასახვა ზომების და წონების, რომლებიც გამოყენებული იქნება შესაბამის გვერდებზე), ეს დაეხმარება საიტს მალე ჩატვირთვაშიც და ასევე ერთ ერთი პარამეტრია SEO -სთვის. (LOAD SCORE).
  10. Friendly url – ების ავტომატური გენერაცია და მათი ოპტიმიზაცია SEO -სთვის.

სერვერის მხარე: 

  1. მოერიდეთ SHARING სერვერებს და ჰოსტებს.
  2. თუ დეველოპერს თავად არ შეუძლია SYSTEM ADMINISTRATION აუცილებელია ეს საკითხი მიანდოს გამოცდილ კომპანიას.
  3. ჰოსტი უნდა იყოს აუცილებლად გამოყოფილ სერვერზე, რომლის IP-ისაც გამოიყენებთ მხოლოდ თქვენ და აქამდე არ იქნებოდა ეს IP სხვა საიჭვო საიტებზე გამოყენებული, როს შედეგათაც შესაძლოა IP დაბლოკილი იყოს როგორც Google ასევე სხვა სოციალურ ქსელებში ან EMAIL -ებისთვის.
  4. აუცილებელია SSL სერთიფიკატი
  5. აუცილებელია BackUp -ების მაქსიმალურად მოწესრიგება.
  6. ეცადეთ სერვერის ვინჩესტერები იყოს SSD მაღალი READ and WRITE შესაძლებლობებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.