ატრიბუტები და ტეგები

SEO პარამეტრები HTML ში.

ვეცდები ჩამოვწერო ყველა ის ტეგები და პარამეტრები რომლებიც მნიშვნელოვანია SEO-სთვის.

  1. ენის განმსაზღვრელი ტეგი რომელიც ეთითება პირდაპირ <HTML -ში> და არა <head> ან <body>-ში. <html lang=”ka“> 
  2. <link rel=”icon” href=” ” type=”image/gif” sizes=”16×16“> ეს ტეგი განსაზღვრავს ტაბში გამოსატან ხატულას და ასევე მნიშვნელოვანია სეოსთვის.
  3. <meta name=”author” content=”კომპანიის დასახელება” />
  4. meta name=”description” content=  აღწერილობაში ეცადეთ მოათავსოთ ის ტექსტი რომელიც მეორდება ჩატვირთულ გვერდში და სიმბოლოების რაოდენობა 100 – 250 ამდე იყოს.
  5. meta name=”keywords” content= თანამედრო სისტემებში აღარაა აქტუალური მაგრამ მე მაინც ვიყენებ ხოლმე და თითო გვერდზე მაქსიმუმ 5 KeyWord-ს ვსვავ ხოლმე თემის მიხედვით.
  6. <title></title> ყველაზე მნიშვნელოვანია თანამედროვე ბოტებისთვის და ეცადეთ წუსტად გამოიტანოთ სათქმელი რომელიც აღწერს გვედრის თემატიკას ან ინფოს.
  7. <meta name=”robots” content=”all“/> აუცილებელი ტეგია რომელიც ყველა საძიებო სისტემის ბოტს აძლევს უფლებას ინფოს დასკანერების.
  8.  ამ ტეგებს უყურებს Facebook როდესაც აზიარებთ თქვენს საიტს და პოსტიც გენერირდება ამ ტეგებიდან წამოღებული ინფოების მიხედვით. <meta property=”og:title” content=” ” />                                                 <meta property=”og:description” content=” “/>                                    <meta property=”og:type” content=”website” />                                            <meta property=”og:image” content=”” />                                                    <meta property=”og:url” content=”” />                                                            <meta property=”og:site_name” content=”” />
  9. <img src=”” alt=””  title=”” /> ძალიან მნიშველოვანი ტეგებია და აუცილებელია შევსებული იყოს ყველა სურათისთვის რომლებიც გამოტანილია საიტზე.
  10. <H1> <H2> <H3> ტექსტის ტეგებია რომლებსაც უტურებს ყველა ბოტი ასევე სასურველი <H6> ამდე გამოყენება, მაგრამ 1/2/3/ ტეგები აუცილებელია. 
  11. Friendly Url – ლინკის ვიზუალიზაცია დომენის შემდეგ და სასურველია ყველა გვერდის მისამართში გამოყენებული იყოს გვერდის შესაბამისი ინფო, Online მაღაზიის შემთხვევაში უმჯობესია გამოიტანოთ პროდუქტის დასახელება, ხოლო თუ კატეგორიის ლინკია კატეგორიის დასახელება, ენების შეცვლასთან ერთად უნდა იცვლებოდეს ასევე ლინკიც შესაბამის ენის აღწერილობით.
  12. საიტის მორგება ყველა მოწყობილობებისთვის მობილური , პლანშეტები სხვადასხვა ზომის ეკრანები, ასევე ქროს ბრაუზერინგი. ამის გკეთება ყველაზე მარტივად არის შესაძლებელი bootstrap ბიბლიოთეკის გამოყენებით და მცირეოდენი ხელით ჩარევით. და ეს ყველაფერი ჩატვალეთ რომ სეოს 15% განსაზღვრავს და გარდა ამისა მომხმარებლებს აძლევს საშვალებას ყველა მოწყობილობით გამოიყენონ თქვენი საიტი, მიუხედავად იმისა საიდან მოხვდა თქვენს საიტზე.
ვეცდები შემდეგი თემა გავხსნა WebMasterTools-ზე და ვისაუბრო robot.txt და Sitemap.xml ფაილებზე და მათ მნიშვნელობებზე ასევე სტრუქტურებზე.